250 მილიონი მბაპეში? - რეალმა პსჟ-ს დასცინა
კილიან მბაპესა და მადრიდის „რეალის“ საგა გრძელდება. „პარი სენ ჟერმენმა“ საკუთარ ვარსკვლავს ფასი დაადო, რომელიც 250 მილიონ ევრომდე მერყეობს.
El Debate-ს ინფორმაციით, როდესაც „სამეფო კლუბში“ აღნიშნული ფასის შესახებ გაიგეს სიცილი აუტყდათ და დედაქალაქურ კლუბს დასცინეს.
Goal.Com-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი 175 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ გეგმავს. თუ ეს თანხა პარიზელებისთვის მისაღები იქნება, მბაპე „რეალში“ გადავა. სხვა შემთხვევაში მიმდინარე წელს ტრანსფერი არ შედგება.
BILD-ის ინფორმაციით, „ბლანკოსი“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „პარი სენ ჟერმენს“ ოფიციალურად მიმართავს. პერესმა ბოლო დღე იმიტომ აირჩია, რომ ფრანგულ მხარეს სპეკულაციებისთვის დრო არ ეყოს.
შეგახსენებთ, მბაპემ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. მისი ხელშეკრულება მომავალი წლის ივნისში იწურება. ნასერ ალ-ხელაიფი გახანგრძლივებას ითხოვს, თუმცა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი წინააღმდეგია.