ლუის რუბიალესი, ჯენი ჰერმოსო
Aa
Aa

“მერე რა? მე სიხარულისგან კაცს ვაკოცე“ - რუმენიგემ რუბიალესი დაიცვა

ბოლო 2 დღეა რუბიალესისა და ჰერმოსოს კოცნის ფაქტი მსოფლიო განსჯის საგანი გახდა. ესპანური ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, „ბაიერნის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაიცვა.

რა თქვა რუმენიგემ?

„ვფიქრობ, ამ ფაქტს ძალიან აზვიადებენ. როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატს იგებ, ემოციური ხარ. რაც მან გააკეთა, მთელი პატივისცემით ვამბობ, რომ სწორი იყო. მაგალითად მე მახსოვს, როდესაც „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, აღნიშვნის დროს სიხარულისგან კაცს ვაკოცე.“

შეგახსენებთ, რომ ჯენი ჰერმოსომ თავისი მოსაზრება საჯაროდ დააფიქსირა, რომელიც რუბიალესის მიმართ კრიტიკული არ იყო.

ესპანეთის ფეხბურთის მაღალჩინოსნები კი სხვანაირად ფიქრობენ და თვლიან, რომ რუბიალესი სწორად არ მოიქცა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთადერთი გოლი კარმონა გარსიამ გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ კი მან სამწუხარო ინფორმაცია შეიტყო. ესპანეთის კაპიტანს მამა გარდაეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალური შეთავაზება - ალ აჰლის როდრიგო დე პაული სურს
ოფიციალური შეთავაზება - ალ აჰლის როდრიგო დე პაული სურს