მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„დამშვიდდი, თორემ სეხუდოსთან, ან დევისთან ვიჩხუბებ“ - ომალიმ დვალიშვილი ისევ არ ახსენა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ახალმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ მის პოტენციურ მეტოქეს, ჩიტო ვერას მიმართა და დამშვიდებისკენ მოუწოდა. ამერიკელი მებრძოლი დაიმუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჯერვონტა დევისს, ან ჰენრი სეხუდოს ეჩხუბება.

მას შემდეგ, რაც შონ ომალიმ საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილის უახლოესი მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგი დაამარცხა, მომავალ მეტოქედ ჩიტო ვერა გამოიწვია. საგულისხმოა, რომ ომალის კარიერაში ერთადერთი მარცხი სწორედ ვერასთან აქვს და ბუნებრივია, რომ რევანშის დიდი სურვილი აქვს.

საპასუხოდ, ჩიტო ვერამ დაწერა, რომ საბრძოლო კონტრაქტის გასაფორმებლად მზად არის და ომალის რეაქციაც სწორედ ამან გამოიწვია.

რა თქვა ომალიმ:

ვერას შემთხვევაში ყველაფერი კარგად მიდის. ბოლოს მან პედრო მუნიოზის დამარცხება შეძლო, მაგრამ ცოტა უნდა დაწყნარდეს. ის უკვე ამბობს, რომ კონტრაქტის გასაფორმებლად მზად არის და მისი შემდეგი მსხვერპლი მე ვარ. მე კი ვპასუხობ: დამშვიდდი მეგობარო. პედრო ორ რაუნდში დავასრულე, შენ კი მოსაწყენი ბრძოლა გადაწყვეტილებით მოიგე. მე რომ არა, ამ ბრძოლის შემდეგ, ეგრევე სატიტულო ბრძოლას ვერ მიიღებდი.

ასე რომ, უნდა დამშვიდდე, თორემ შენს მაგივრად ჰენრი სეხუდოსთან, ან ჯერვონტა დევისთან ბრძოლას ავირჩევ. ასევე, კორი სენდჰეგენთან ბრძოლაც შემიძლია. როგორ ფიქრობ, არ მაქვს ახლა უფლება ავირჩიო ვისთან მინდა ბრძოლა? ჯობია ტვიტერზე დაწერო და მკითხო - მამა, მეჩხუბები? ამის შემდეგ დავფიქრდები.

სამწუხაროა, რომ შონ ომალიმ სუპერმსუბუქი კატეგორიის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი არც ამ კომენტარის დროს ახსენა და „ქართველ მანქანას“ არც ჩიტო ვერას შესაძლო შემცვლელად მოიაზრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვოლკანოვსკის მოუგოს და ვეჩხუბები“ | ომალი ილიასთან ბრძოლაზე თანახმაა
„ვოლკანოვსკის მოუგოს და ვეჩხუბები“ | ომალი ილიასთან ბრძოლაზე თანახმაა