ბოლო ტესტი მსოფლიომდე - საქართველო ავსტრალიასთან დამარცხდა
საქართველოს კალათბურთეთლა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა. ილიას ზუროსის გუნდი იაპონიის ქალაქ ოკინავაში ავსტრალიის ნაკრებს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 5 ქულის სხვაობით, 86:81 დამარცხდა.
შეხვედრა როგორ გულშემატკივრებისთვის, ისე მედიისთვისაც დახურული იყო. პირველი ორი მეოთხედი ჩვენმა გუნდმა 18 ქულის სხაობით, 33:51 დათმო, მატჩის მეორე ნახევარში კი ავსტრალიელთა მაღალი უპირატესობა აშკარად აღმოფხვრა, თუმცა, შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი 20 ქულით გოგა ბითაძე გახდა, რომელმაც ასევე 6 მოხსნა და 1 ასისტიც მოაგროვა. 18 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააფიქსირა თორნიკე შენგელიამ. დუდა სანაძის ანგარიშზე 14 ქულა და 3 მოხსნა იყო, მამუკელაშვილმა კი შეხვედრა 8 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა. დეტალური სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთმოცემულ სურათებში.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე კაბო ვერდეს ნაკრებთან გამართავს.