კვარას მინიმუმ 6 მილიონი ევრო უნდა | ხვიჩას მოთხოვნის ახალი დეტალები
Il Mattino, დღევანდელ ნომერში, „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს. იტალიური გაზეთი გვამცნობს იმ მოთხოვნის დეტალებს, რომელიც „კვარამ“ „პარტენოპეის“ ხელშეკრულების გახანგრძლივების სანაცვლოდ წაუყენა.
„ივლისის დასაწყისში, კვარაცხელიას აგენტებმა ნიუკასლი უარით გაისტუმრეს, რადგან ამ ზაფხულს, ხვიჩა ნაპოლის ბავშვობის ოცნების ასასრულებლად და რეალში გადასასვლელად თუ დატოვებს. ახლა, მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყება.
კვარას, ხელფასის სახით, ყოველწლიურად, 6 მილიონი ევროს მიღება სურს. ამ თანხაში არ შედის ბონუსები და სპონსორებისგან მიღებული თანხა, რომლებიც ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ტალანტთან თანამშრომლობის დასაწყებად რიგში დგანან. ხვიჩას წარმომადგენლები აურელიო დე ლაურენტისს შეხვდებიან და ეს სავარაუდოდ, სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ მოხდება. ძალების ჭიდილი? ჯერ ამის ნიშნები არ არსებობს“, - წერს იტალიური გაზეთი.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის სერია A-ს გამარჯვებული გახდა და 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.