ლიონელ მესი, ტატა მარტინო
Aa
Aa

ტატა მარტინო მესიზე: „ხანდახან უნდა დაისვენოს“

„ინტერ მაიამის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტატა მარტინომ ჟურნალისტებთან ლეო მესის სათამაშო დროზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პერიოდულად, არგენტინელ ფეხბურთელს დასვენება მოუწევს.

რას ამბობს მარტინო:

მე და ლეომ რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ, რომ 3-4 დღეში ერთხელ უნდა დაისვენოს და ძალები აღიდგინოს. ცხადია, ასეთი დღე ოთხშაბათი არ იქნება... ყველამ კარგად იცით, როგორ უყვარს მას თამაში და თვითონ დასვენება არ სურს, მაგრამ ასეა საჭირო. ჯერჯერობით, ის გააგრძელებს თამაშს მანამდე, სანამ არაფერს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ „ინტერ მაიამიში“ გადასვლის შემდეგ, ამერიკული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 7 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის საოცრება - ინტერ მაიამი ამერიკის ლიგის თასის ჩემპიონია
მესის საოცრება - ინტერ მაიამი ამერიკის ლიგის თასის ჩემპიონია