ნიკა კაჭარავა ლიეტუვას ჩემპიონატში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ნიკა კაჭარავა კარიერას ლიეტუვას ჩემპიონატში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ქართველი ფეხბურთელის ახალმა კლუბმა, „პანევეჟისმა“ დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა, თუმცა, გახანგრძლივების შესაძლებლობით.
გუნდის ვებ-გვერდზე კაჭარავას კომენტარიც ვრცელდება:
„გუნდს დიდი ამბიციები აქვს და ტიტულისთვის იბრძვის, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მთავარ მწვრთნელთან ერთად ადრეც ვმუშაობდი და ჩემს აქ მოყვანაში დიდი როლი ითამაშა. გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა და თავს ძალიან დაფასებულად ვგრძნობ. ჩემი მიზანი გოლების გატანა და გუნდთან ერთად ჩემპიონობა იქნება“, - განაცხადა კაჭარამ.
View this post on Instagram
კლუბის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის დებიუტი 27 აგვისტოს, ლიეტუვის ჩემპიონატის 28-ე ტურში შედგება, სადაც „პანევეჟისი“ სტუმრად „ბანგასს“ დაუპირისპირდება.
„პანევეჟისი“ ლიეტუვას ჩემპიონობისთვის იბრძვის. 26 ტურის შემდეგ, კაჭარავას გუნდს სატურნირო ცხრილში 65 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება, უახლოეს მდევარ „ჟალგირისს“ კი 6 ქულით უსწრებს. ამასთან, „პანევეჟისს“ უშუალო კონკურენტთან შედარებით, ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა წლების განმავლობაში ნიკა კაჭარავა ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა, მანამდე კი ფამაგუსტას „ანორთოსისში“, ყაზანის „რუბინში“ და სხვა უცხოურ გუნდებში თამაშობდა. კაჭარავას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 24 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლის გატანა შეძლო.