გია გეგუჩაძე, ბათუმის დინამო, არჩილ ბერიძე, ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

„დემჩენკოს პასუხს ველოდებით“ - არჩილ ბერიძე ახალ მწვრთნელზე

გია გეგუჩაძემ ბათუმის „დინამო“ დატოვა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კლუბის Facebook-გვერდზე გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, გეგუჩაძემ გუნდიდან წასვლა საკუთარი ნებით ითხოვა, ეს ინფორმაცია კი დღეს საქართველოს პირველ არხთან საუბრისას კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ დაადასტურა.

მისივე თქმით, კლუბი გეგუჩაძის შემცვლელად ორ კანდიდატს, გიორგი ჭიაბრიშვილს და ანდრეი დემჩენკოს მოიაზრებდა, თუმცა, საბოლოოდ არჩევანი გორის „დილას“ მთავარ მწვრთნელზე გაკეთდა.

რას ამბობს არჩილ ბერიძე:

კლუბში ახალი მწვრთნელის თაობაზე ვიმსჯელეთ სპორტულ და გენერალურ დირექტორთან. დიახ, იყო გიორგი ჭიაბრიშვილისა და ანდრეი დემჩენკოს კანდიდატურები. საბოლოოდ დემჩენკოზე შევჩერდით. მას მოსწონს ბათუმის „დინამო“ და ახლა მის პასუხს ველოდებით.

უმადურობა იქნება, რომ გიას მადლობა არ ვუთხრა. სხვათა შორის, ხაზს ვუსვამ, რომ წასვლა თავად მოითხოვა და გვითხრა, რომ კლუბისთვის და მისი განვითარებისთვის ასე აჯობებდა. გულახდილად ვისაუბრეთ და მან ახსნა, ეს ნაბიჯი რა მიზეზებით იყო გამოწვეული. მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ბათუმის „დინამოში“ საქმიანობა ნულიდან დაიწყო და საუკეთესო შედეგები აჩვენა.

სამწუხაროდ, ევროპული ტურნირის ჯგუფში ვერ მოვხვდით, მაგრამ ეს ხუთი წელი ჩვენი გუნდის ისტორიაში შედეგებით მაინც საუკეთესო იყო.

შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძე ბათუმის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად 2018 წლიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, ბათუმური კლუბი ჯერ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-დან მთავარ ლიგაში აღზევდა, მოგვიანებით კი საქართველოს ჩემპიონობაც იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი დანიიდან | ტიერი გეილს ახალი მსურველი გამოუჩნდა
ინტერესი დანიიდან | ტიერი გეილს ახალი მსურველი გამოუჩნდა