მარსელი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ტურის სიმბოლურში - Whoscored-მა მიქაუტაძე გამოარჩია

ლიგა 1-ის მეორე ტურში „მეცი“ „მარსელს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და 1 ქულის მოპოვებაში უდიდესი წვლილი გიორგი მიქაუტაძემ შეიტანა, რომელმაც 71-ე წუთზე „მეცი“ დააწინაურა, მაგრამ „მარსელმა“ წონასწორობის აღდგენა მაინც შეძლო.

ლიგა 1-ის მეორე ტურის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა WhoScored-მა ტურის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა, სადაც 7.89 ქულით ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა.

WhoScored-ის შემადგენლობა:

მვოგო, სინგო, მაგასა, ზაქარია, ალ ტამარი, მინამინო, ტიურამი, ენრიკე, დელ კასტილიო, ნორდინი, მიქაუტაძე

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ, „მეცს“ 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში, მიქაუტაძის გუნდი „კლერმონს“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 27 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მოდით, უგულებელვყოთ იდიოტები" - რუბიალესი კოცნის ინციდენტზე
“მოდით, უგულებელვყოთ იდიოტები" - რუბიალესი კოცნის ინციდენტზე