ინტერესი დანიიდან | ტიერი გეილს ახალი მსურველი გამოუჩნდა
გორის „დილას“ ბარბადოსელი ლეგიონერის, ტიერი გეილის მსურველთა სიას დანიური კლუბი შეემატა. ავტორიტეტული გამოცემის, Tipsbladet-ის ინფორმაციით, 21 წლის შემტევის გადაბირებაზე „მიდტიულანდი“ ფიქრობს და გეილს აქტიურად აკვირდება.
„მგლებმა“ „დილას“ ფეხბურთელი კარგად შეისწავლეს და თვალს დიდი ყურადღებით ადევნებენ. „მიდტიულანდის“ ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ გეილი მოკლე დროში გუნდზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მისი ეიმედებათ.
ცნობისთვის, „მიდტიულანდი“ ერთადერთი ევროპული კლუბი არაა, რომლის ინტერესის სფეროშიც გეილი მოექცა. სხვადასხვა დროს, იგი „რაკუვს“, ვენის „რაპიდსა“ და თელ ავივის „მაკაბის“ დაუკავშირეს. ამ ეტაპზე, გეილის გაფორმების ყველაზე კარგი შანსი პოლონეთის ჩემპიონს აქვს.
კონფერენს ლიგის მიმდინარე სეზონში ტიერი გეილმა „დუნაისკა სტრედასთან“ და პოლტავას „ვორსკლასთან“ შეხვედრებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე პასია. 21 წლის გეილიმ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 10 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.