ნაპოლი, ლაიპციგი, მოჰამედ სიმაკანი
Aa
Aa

დაცვას აძლიერებს - ნაპოლი სიმაკანისთვის იბრძოლებს

როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლი“ აქტიურად ცდილობს გაბი ვეიგას გადაბირებას და რეალურად ტრანსფერი სულ მალე გაიჩარხება.

იტალიური CalcioNapoli ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ აურელიო დე ლაურენტისს დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და ამისთვის ახალი კანდიდატი შეარჩია.

წყაროს ცნობით, ნეაპოლელებმა მიზანში მოჰამედ სიმაკანი ამოიღეს, რომელიც ამჟამად „ლაიპციგის“ ღირსებას იცავს და მისი კონტრაქტი 2027 წლის ივნისში იწურება.

CalcioNapoli წერს, რომ 23 წლის ცენტრალური მცველის ტრანსფერი ყველასთვის სიურპრიზი იქნება. „ნაპოლი“ შეთავაზების გაკეთებას სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გეგმავს, თუმცა იქამდე ფეხბურთელთან პირად კომუნიკაციას დაამყარებს.

ნეაპოლში თვლიან, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სიმაკანი გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. შეგახსენებთ, რომ მოჰამედი გერმანულ კლუბს 2021 წელს შეუერთდა და ყველა ტურნირზე ერთად 80 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა 2.5 მილიონზე თანახმა არაა და მეტს ითხოვს | მოლაპარაკებები გართულდება?
ხვიჩა 2.5 მილიონზე თანახმა არაა და მეტს ითხოვს | მოლაპარაკებები გართულდება?