პსჟ, მანჩესტერ იუნაიტედი, მიუნხენის ბაიერნი, მარკო ვერატი
Aa
Aa

ევროპაში დარჩება? - ვერატი ბაიერნს და მანჩესტერ იუნაიტედს სურს

როგორც მოგეხსენებათ, მარკო ვერატის პარიზული დღეები დათვლილია. ლუის ენრიკემ, იტალიელ ნახევარმცველს განუცხადა, რომ მის სამომავლო გეგმებში არ შედის.

ვერატის გადაბირებით, დღევანდელ დღემდე არაბული კლუბები ინტერესდებოდნენ, თუმცა სიტუაცია შეიცვალა.

Goal.Com-ის ინფორმაციით, მარკოს ტრანსფერზე ზრუნვა მიუნხენის „ბაიერნმა“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაიწყო.

წყაროს ცნობით, ორივე ევროპული გრანდი პსჟ-სთვის ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას აპირებს. ჯერჯერობით უცნობია თავად ფეხბურთელის პოზიცია, თუმცა ერთი რამ ნათელია. მისაღები წინადადების შემთხვევაში, დედაქალაქური კლუბი იტალიელ ფეხბურთელს დაუფიქრებლად გაყიდის.

შეგახსენებთ, რომ ვერატი „პარი სენ ჟერმენს“ 2012 წელს შეუერთდა. 2012 წლიდან დღემდე, ფრანგული გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 416-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 61 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოსტალგია - ბოლო წუთის კაცი, რომელმაც რამდენიმე დღე ფენომენივით იცხოვრა
ნოსტალგია - ბოლო წუთის კაცი, რომელმაც რამდენიმე დღე ფენომენივით იცხოვრა