თბილისის დინამო, ლუკა ლაცაბიძე
Aa
Aa

შახტარში არ გადავა - ლაცაბიძე თბილისის დინამოში რჩება

CrystalSport-ის ინფორმაციით, თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი ლუკა ლაცაბიძე დონეცკის „შახტარში“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას არ გადავა.

19 წლის ცენტრალური მცველი მიმდინარე ზაფხულში „შახტართან“ ერთად როტერდამში შეკრებაზე იმყოფებოდა, სადაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ამ ეტაპზე ტრანსფერი არ შედგება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის ბოლომდე ლუკა თბილისის „დინამოში დარჩება. შესაძლოა, მხარეები მოლაპარაკების მაგიდას წლის ბოლოს მიუსხდნენ.

თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილთაგან ლუკა ლაცაბიძე პერსპექტიულ მცველად ითვლება, თუმცა მიმდინარე სეზონში გიორგი ჭიაბრიშვილი არ ათამაშებდა, მეტწილად თბილისის „დინამოს“ მეორე გუნდში, რანგით მეორე ლიგაში თამაშობს.

მიმდინარე სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში ლაცაბიძემ 15 მატჩი ჩაატარა, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კი მხოლოდ ერთხელ ითამაშა, მე-19 ტურში „სამტრედიასთან“ 90-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

ლუკა ლაცაბიძეს საქართველოს 17, 18 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები