თემურ ქეცბაია
Aa
Aa

ქეცბაია: „ტრიბუნებზე ქართველები უფრო მეტნი იყვნენ, ასე არ შეიძლება“

კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია სატელევიზიო გადაცემას, Goal & Roll-ს ესტუმრა და ბევრ თემაზე ილაპარაკა. ქეცბაია ეროვნული ნაკრების მატჩებზე არსებულ დასწრებასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ მხრივ, ცვლილებებია საჭირო.

„კვიპროსის ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს წინააღმდეგ საკუთარ კედლებში ითამაშა და ტრიბუნებზე ქართველები უფრო მეტნი იყვნენ. იგივე შეიძლება, მოხდეს შოტლანდიასთან და ეს დაუშვებელია. ომონიას, ანორთოსისის და აპოელის მატჩებს 18 000 გულშემატკივარი ესწრება, ნაკრებისთვის კი, რომელიც ყველასთვისაა, ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში არ შეიძლება.

არ შეიძლება, ეროვნული გუნდის მატჩებზე 2 000 ადამიანი დადიოდეს. ეს სურათი ბავშვებს იმედს უცრუებს. გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები და მათ ბიძგი სჭირდებათ. ჩვენი ეროვნული ნაკრების უდიდესი წარმატება ჟურნალისტებისა და ქომაგების სტადიონზე დაბრუნება იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება „ჯვაროსნების“ გამარჯვებით დასრულდა. ვილი სანიოლის ბიჭებმა 2:1 მოიგეს და 3 ტურის შემდეგ, 4 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებენ, კვიპროსი 0 ქულით ბოლოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალჯო: „სასწრაფოდ, რემატჩი მინდა!“
ალჯო: „სასწრაფოდ, რემატჩი მინდა!“