მეორე ვარჯიში ოკინავაში - კალათბურთელები ავსტრალიისთვის ემზადებიან
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სადებიუტო მსოფლიო ჩემიონატისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს.
ილიას ზუროსის გუნდი მეორე დღეა იაპონიის ქალაქ ოკინავაში იმყოფება და ავსტრალიასთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. ქართველმა კალათბურთელებმა ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში დღეს მეორე ვარჯიში გამართეს, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენი გუნდის წევრებმა მოსამზადებელ პროცესზე ისაუბრეს.
საქართველოს ნაკრების მეორე ვარჯიში ოკინავაში:
საქართველოს ნაკრების კალათბურთელების კომენტარები:
შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 22 აგვისტოს, ავსტრალიის ნაკრებთან გამართავს, მსოფლიო პირველობის საწყის მატჩში კი 26 აგვისტოს, კაბო ვერდეს ნაკრებს დაუპირისპირდება.