ტატა მარტინო: “როცა მესის ახსენებთ, ისტორიაში საუკეთესოზე საუბრობთ“
ამერიკის ლიგის თასის ფინალში „ინტერ მაიამიმ“ „ნეშვილი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. ლეო მესიმ კი შეერთებულ შტატებში პირველი ტიტული მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, დევიდ ბექჰემის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტატა მარტინომ კომენტარი გააკეთა.
მარტინო:
„როდესაც მესის სახელს ახსენებთ, თქვენ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელზე საუბრობთ. ამაზე დიდ კომპლიმენტს ვერ ვიტყვი. ლეო თავის სიდიადეს თითოეულ მატჩში ამტკიცებს. ის აქ მოსაგებად მოვიდა. იმავეს თქმა შემიძლია ბუსკეტსზე და ალბაზე. დღეს მათ აუცილებლად უნდა გაემარჯვათ და ასეც მოხდა.
მესი, ბუსკეტსი და ალბა „ინტერ მაიამის“ თავის იდენტურობას აძლევენ. ჩემი მოვალეობა კი მათ მახასიათებელზე გაყოლა და გუნდის მორგებაა. საერთო ჯამში, რთული მატჩი გამოვიდა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ვფიქრობ, პენალტების სერიამდე გამარჯვება შეგვეძლო. კამპანას უნდა გაეტანა.“
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, 7 ოქროს ბურთის მფლობელი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული(44).
ლეომ 35 ტიტული „ბარსელონას“ შემადგენლობაში მოიგო, 5 არგენტინის ნაკრებში, 3 „პარი სენ ჟერმენში“, ხოლო 1 „ინტერ მაიამიში“.