მადრიდის რეალი, კილიან მბაპე, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

რეალის ახალი გეგმა - ბოლო შეთავაზება მბაპესთვის

კილიან მბაპეს საგა გრძელდება. გერმანული ავტორიტეტული გამოცემა BILD ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ახალ ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს, მაგრამ „სამეფო კლუბი“ „პარი სენ ჟერმენს“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე მიმართავს.

ამის მიზეზი კი ფრანგული გუნდის მხრიდან სპეკულაციების თავის არიდებაა. წყაროს ცნობით, მადრიდული გრანდი ქმედით ნაბიჯს 29-30 აგვისტომდე არ გადადგამს. შესაძლოა შეთავაზება 31 აგვისტოს მოხდეს.

BILD-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესის საწყისი თანხა 120 მილიონი ევრო იქნება და სიტუაციიდან გამომდინარე დიდი ალბათობით აღნიშნული ღირებულება გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. ნასერ ალ-ხელაიფი დაჟინებით ითხოვს, რომ ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

თავად ფეხბურთელი ამის წინააღმდეგია და სწორედ ამ მიზეზით ის გარკვეული დროით გუნდს ჩამოაშორეს, მაგრამ „ტულუზასთან“ მატჩის წინ დააბრუნეს. 24 წლის ტალანტი აღნიშნულ დაპირისპირებაში 51-ე წუთზე ჩაერთო და პენალტის ნიშნულიდან გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის საოცრება - ინტერ მაიამი ამერიკის ლიგის თასის ჩემპიონია
მესის საოცრება - ინტერ მაიამი ამერიკის ლიგის თასის ჩემპიონია