თბილისის დინამო, ჯოვინო ფლამარიონი, გიორგი ლორია, დავით სხირტლაძე, ნიკა კალანდარიშვილი, ზორან მარუშიჩი, ტაიკი კაგაიამა, აბდულა ხაიბულაევი
Aa
Aa

მარუშიჩის ჰეთ-თრიკი - თბილისის დინამომ სამგურალს 5:2 მოუგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურში თბილისის „დინამომ“ „დინამო არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალი“ 5:2 დაამარცხა.

პირველ ტაიმში იმრანისა და მარუშიჩის გოლებით თბილისური გუნდი 2:0-ს იგებდა, თუმცა 42-ე წუთზე ტაიკი კაგაიამამ ანგარიში შეამცირა, 61-ე წუთზე ნიკა ხორხელმა ანგარიში გაათანაბრა - 2:2. ასევე აღსანიშნავია, რომ მე-7 წუთზე, როცა „დინამო“ 1:0-ს იგებდა, „სამგურალმა“ პენალტი ვერ გაიტანა, ნიკა კალანდარიშვილს ლორიამ აუღო.

72-ე წუთზე დავით სხირტლაძემ „დინამო“ დააწინაურა, 74-ე წუთზე ზორან მარუშიჩმა დუბლი შეასრულა, პირველ დამატებულ წუთზე კი სერბმა ფორვარდმა მესამე გოლი შეაგდო - 5:2.

 

ბათუმის „დინამო'' - „სამტრედიას“ მატჩი 1:1 დასრულდა. 70-ე წუთზე აბდულა ხაიბულაევის ულამაზესი გოლით სტუმრები დაწინაურდნენ. ბათუმის „დინამო“ მარცხისგან ჯოვინო ფლამარიონმა იხსნა, მან გოლი მერვე დამატებულ წუთზე გაიტანა.

 

ბათუმის „დინამო“ 46 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციას „საბურთალო“ 41 ქულით იკავებს, მესამე პოზიციაზე თბილისის „დინამოა“ 40 ქულით. სამივე გუნდმა 21 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები