არჩილ ბოლქვაძე
Aa
Aa

ფინალში ირანელი დაამარცხა - ბოლქვაძე მსოფლიოს ჩემპიონია (U20)

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე არჩილ ბოლქვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ფინალურ შეხვედრაში ირანელი მეტოქე მძიმე ბრძოლაში 4:1 დაამარცხა.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, ბოლქვაძემ (87 კგ.) პირველ შეხვედრაში ეგვიპტელი მეტოქე ორ წუთში 10:0 დაამარცხა. მერვედფინალში კვლავ დამაჯერებლად, 9:0 გაიმარჯვა. 1/4-ფინალში ყირგიზი მეტოქის ბარიერი დაძლია - 7:1. ნახევარფინალში ბოლქვაძემ საფრანგეთის სახელით მოასპარეზე მაგამადოვს აჯობა, 1 წუთსა და 19 წამში ბრწყინვალე გდებებით გაიმარჯვა - 11:2.

 

ბოლქვაძის ტიტულები

არჩილ ბოლქვაძე (87 კგ) 20-წლამდელთა შორის ევროპის 2-გზის ჩემპიონი (2022 და 2023), მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2022) და მსოფლიოს ჩემპიონია (2023). 17-წლამდელთა შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია (2021). 15-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი (2019).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები