“ოთხეულში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ“ - ალეგრი იუვეს გეგმებზე
სერია ა დღეს განახლდება, ხოლო ტურინის „იუვენტუსი“ თავის პირველ შეხვედრას „უდინეზეს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩის წინ, „ბებერ ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა ალეგრიმ?
„არსებული შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. ბიჭები კარგად ვარჯიშობენ და მომავალ სეზონში განსხვავებული თამაშები გველოდება. გუნდს გაუმჯობესების კარგი შანსი აქვს და ოთხეულში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ. ტექნიკურად ჩვენი მიზნები და სამუშაოები იცვლება. ძალიან მწარეა ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაში. ამ ტურნირზე მოსახვედრად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კიეზა გასულ სეზონთან შედარებით უფრო მშვიდია. მას ბევრი პრობლემა ჰქონდა და ახლა მისი ფეხები სხვანაირია. ვლაჰოვიჩს აღმასვლის და დაღმასვლის პერიოდები ჰქონდა. ეს ყველაფერი მისმა ტრავმამ გამოიწვია, მაგრამ ახლა თავს კარგად გრძნობს.
ბოლო დღეებში პოგბას მუშაობამ კმაყოფილების განცდა გამიჩინა. ის სხვებისგან განსხვავებული მოთამაშეა, მაგრამ წელიწადნახევარია არ უთამაშია. იდეალური იქნებოდა, რომ ყოველდღე ხელმისაწვდომი იყოს. პოლის მდგომარეობა აუცილებლად გაუმჯობესდება. არ ვიცი ითამაშებს, თუ არა „უდინეზესთან.“
რაც შეეხება ჩემპიონობის შანსებს, ჩემპიონი ახლა „ნაპოლია“ და რა თქმა უნდა, კვლავ ფავორიტია. „ინტერიც“ საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ ჯერ არაფერი დაგვიწყია. აუცილებელია, რომ გასვლით თამაშებში უფრო ძლიერები ვიყოთ. გასულ სეზონში „ნაპოლიმ“ 15 ქულით მეტი დააგროვა.“
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომავალ სეზონში ვერცერთ ევროპულ ტურნირზე ვერ მიიღებს მონაწილეობას. „ბებერი ქალბატონისა“ და „უდინეზეს“ დაპირისპირება 20 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.