იუვენტუსი, მილანი, ინტერი, რომა, ნაპოლი, ჯანლუიჯი ბუფონი
Aa
Aa

“სამი ფავორიტი მყავს“ - ბუფონი სკუდეტოს მოგების შანსებზე

დღეს, სერია ა-ს 2023/2024 წლების სეზონი იწყება. მოქმედი ჩემპიონი, როგორც მოგეხსენებათ „ნაპოლია“. სხვადასხვა სპორტსმენები, თუ ლეგენდარული ადამიანები საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამენ, თუ ვინ იქნება ახალი ჩემპიონი. გამონაკლისი არც ბუფონი გახლავთ.

რა თქვა ბუფონმა?

„წინ სანახაობრივი სეზონი გველოდება. დიდი ხანია ისე არ მომხდარა, რომ „ინტერი“, „მილანი“ ან „იუვენტუსი“ სეზონს ჩემპიონის რანგში არ იწყებენ. სკუდეტო „ნაპოლისია“. წინა წელი „პარტენოპეისთვის“ დასამახსოვრებელი იყო. მაინტერესებს რა მოხდება წელს. ვფიქრობ, სკუდეტოს მოგების მთავარი კანდიდატები „იუვენტუსი“, „ინტერი“ და „ნაპოლი“ არიან.

ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად კი „მილანი“, „რომა“ და „ლაციო“ იბრძოლებენ. ჩემში ყველაზე ნაკლებ ინტრიგას „მილანი“ იწვევს. მიუხედავად ამისა, სტეფანო პიოლი მაინც დიდი გამოწვევის წინაშეა, რადგან ფეხბურთელები სულ სხვადასხვა ქვეყნიდან ჰყავს. სიმონე ინძაგიმ „ინტერში“ ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა და ჩემპიონობისთვის აუცილებლად იბრძოლებს.

„იუვენტუსს“, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ვაკვირდები. ევროპაში არ თამაში შესაძლოა გრძელვადიან მარათონში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ნაკლები თამაში, ნაკლები ტრავმა და მეტი ვარჯიში. ამან შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს.“

შეგახსენებთ, რომ ბუფონმა კარიერა სულ ცოტა ხნის წინ „პარმას“ შემადგენლობაში დაასრულა. ახლა ლეგენდარული ყოფილი მეკარე იტალიის ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელად იმუშავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანავარო: “ნაპოლის ჩემპიონობა უნიკალური მაგიის შედეგი იყო“
კანავარო: “ნაპოლის ჩემპიონობა უნიკალური მაგიის შედეგი იყო“