ბეთინგის დანაშაული - პაკეტას ფსონის საკუთარ თავზე დადებას აბრალებენ
ლუკას პაკეტამ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შეკრება დატოვა. ამის მიზეზი მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაა. შეგახსენებთ, რომ „სელესაომ“ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლივიისა და პერუს წინააღმდეგ უნდა ითამაშოს.
BBC Sport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელ ნახევარმცველს ბეთინგში ადანაშაულებენ. პაკეტას აბრალებენ, რომ მან ფსონი თავის თავზე დადო და ყვითელი ბარათი მიიღო.
Sky Sport-თან საუბრისას, ლუკასმა ყველანაირი ბრალდება გამორიცხა და განაცხადა, რომ ამ ყველაფერთან არანაირი კავშირი არ აქვს.
საქმეში ჩართულია და FIFA-ც, რომელიც ვარაუდობს, რომ არა პაკეტამ, არამედ მისი გარემოცვიდან უცნობმა ადამიანმა დადო ფსონი, რომ ლუკასი ყვითელ ბარათს მიიღებდა.
ამ მომენტისთვის, გამოძიება მიმდინარეობს და პაკეტა სწორედ ამიტომ გაეთავისუფლა ბრაზილიის ნაკრებს. ფეხბურთელს პრობლემების მოსაგვარებლად დრო სჭირდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ფეხბურთიდან დიდი ხნით ჩამოაშორებენ და შესაძლოა პატიმრობაც შეეფარდოს.