ივა გელაშვილი, მასიმილიანო ალვინი
Aa
Aa

სპეციას თავკაცს გელაშვილზე ჰკითხეს | „დაცვაში სიახლე გვჭირდება“

„სპეციას“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალვინიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ბევრ თემაზე ისაუბრა და ჟურნალისტების ერთ-ერთი შეკითხვა ივა გელაშვილს შეეხებოდა, რომელსაც „ბიანკის“ აქტიურად უკავშირებენ.

„გელაშვილი? არ ვიცი, ოფიციალურად გადმოვიდა თუ არა და ამ ეტაპზე, ჩემი ყურადღება სუდტიროლთან მატჩისკენაა მიპყრობილი. თუმცა, დაცვაში რაღაც ნამდვილად გვჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ Tuttomercatoweb-ს მიხედვით, ქართულ და იტალიურ კლუბებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და გელაშვილი „სპეციაში“ იჯარის წესით გადავა. საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, იტალიურ კლუბს მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება, რაც ნიშნავს, რომ „ბიანკის“ ქართველი ფეხბურთელის ბოლომდე სჯერა. იჯარა 1-წლიანი იქნება, გელაშვილის გამოსყიდვის შემდეგ კი მასთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

გეტყვით იმასაც, რომ „ბიანკი“ ახალი სეზონის პირველ შეხვედრას 20 აგვისტოს გამართავს. თბილისის დროით, 20:00-ზე, „სპეცია“ სტუმრად „სუდტიროლს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები