გიორგი კვერნაძე, ფროზინონე, ლუკა მაძიტელი
Aa
Aa

„აფეთქებისთვის დრო დასჭირდება“ - მაძიტელიმ კვერნაძეზე ისაუბრა

„ფროზინონეს“ 27 წლის კაპიტანი ლუკა მაძიტელი „ნაპოლისთან“ მატჩამდე La Gazzetta dello Sport-ს ბევრ თემაზე ესაუბრა, მათ შორის ახალწვეულ გიორგი კვერნაძეზე. მისი თქმით, ქართველ ფეხბურთელს შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენისთვის დრო დასჭირდება. ასევე, გიორგიმ იტალიური ენა უკეთ უნდა ისწავლოს.

„კვერნაძე ხარისხს აჩვენებს, მაგრამ სეზონის სტარტზე კვარაცხელიასთან შედარება მისთვის კარგი არაა. უნიკალურია, რაც კვარამ პირველივე სეზონში გააკეთა. გიორგიმ კონცეფციების გასაგებად ენა უკეთ უნდა ისწავლოს. მას აფეთქებისთვის დრო დასჭირდება.

ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვეტყვი, რომ გააგრძელონ მუშაობა და უსმინონ მწვრთნელს, მაგრამ ეს ხომ ძალიან ნათელი რამაა. მათ ვუსურვებ სერია ა-ში მიღებული გამოცდილებით სიამოვნება მიიღონ’’.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას სერია ა-ს პირველ ტურს „ფროზინონეს“ წინააღმდეგ გამოტოვებს. მიზეზად კუნთების გადაღლილობა სახელდება.

სერია A-ს ახალი სეზონის პირველი ტური ქართული დაპირისპირებით უნდა გახსნილიყო, თუმცა აღნიშნულიდან გამომდინარე, ხვალინდელ შეხვედრაში მხოლოდ გიორგი კვერნაძეს ვიხილავთ.

შეგახსენებთ, 19 აგვისტოს, სერია ა-ს პირველ ტურში „ფროზინონე“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით, 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები