დაჩი ლორთქიფანიძე
Aa
Aa

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე - 18 წლის ქართველის აღიარება იტალიაში

„კრემონეზეს“ 19-წლამდე გუნდმა ანჯელო კუარენგის სახელობის ოთხთა ტურნირი მოიგო. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კრემონული გუნდის საყრდენი ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე დასახელდა.

ოთხთა ტურნირში „კრემონეზეს“, „ატალანტას“, „ალბინოლეფესა“ და ჰელას „ვერონას“ 19-წლამდე გუნდები მონაწილეობდნენ. ნახევარფინალში „კრემონეზეს“ 19-წლამდე გუნდმა „ალბინოლეფეს“ 4:2 მოუგო. ფინალში კრემონულმა გუნდმა „ატალანტა“ პენალტების სერიაში დაამარცხა, ერთი პენალტი დაჩიმ შეაგდო.

დაჩი ლორთქიფანიძე „კრემონეზეს“ ასაკობრივ გუნდებში ხუთი წელია ასპარეზობს, ''კრემონეზეს'' 16-წლამდე გუნდის კაპიტანი იყო, შემდეგ 17-წლამდე გუნდს კაპიტნობდა, ახლა კი 19-წლამდე გუნდის კაპიტანია. დაჩი ლორთქიფანიძის მთავარი პოზიციაა საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. 18 წლის ფეხბურთელს საქართველოს 16, 17 და 18 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები