ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, რობერტო ბაჯო
Aa
Aa

„ისეთი ძლიერები, როგორც კვარაცხელია და ოსიმენი“ - ბაჯომ ნაპოლიზე ისაუბრა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო ბაჯომ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. მან ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი გამოარჩია, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ კიმის თამაში ძალიან მოსწონდა.

რობერტო ბაჯო: „ნაპოლის“ ჩემპიონობით ძალიან მოხარული ვიყავი. ეს იყო გუნდი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებდა. მათ ძალიან კარგად ითამაშეს. „ნაპოლი“ ისეთ ძლიერ ფეხბურთელებს წარმოაჩენდა, როგორებიც კვარაცხელია და ოსიმენი არიან, მაგრამ მე კიმიც ძალიან მომწონდა.

ვფიქრობ, ფეხბურთისთვის კარგია გყავდეს ისეთი გუნდი, რომელიც სხვებისგან განსხვავდება და სკუდეტოს იგებს. მინდა მივულოცო აურელიო დე ლაურენტისს, სპალეტის, ყველას... მათ ძველი გუნდი დაშალეს და ძალიან ძლიერი გუნდი ააშენეს. ეს „ნაპოლი“ მარადონას ეპოქის გუნდს იმ მხრივ ჰგავს, რომ ფეხბურთის თამაშით ხარობს. სიმართლეს არაა, რომ „ნაპოლის“ წარმატებას მხოლოდ მარადონა განაპირობებდა, მის უკან ძლიერი გუნდი იყო.

ამ სეზონში ფავორიტის გამოყოფა რთულია, ყველა გუნდში ცვლილებები განხორციელდა, „მილანმა“ თითქმის მთელი შემადგენლობა შეცვალა, „მილანს“ სწორი ბალანსის პოვნისთვის დრო სჭირდება. ცხადია, ფავორიტებს შორის არიან „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“. მნიშვნელოვანია ვნახოთ, როგორ დაიწყებენ გუნდები სეზონს. გასული სეზონი „ნაპოლიმ“ კარგად დაიწყო და თავდაჯერებით გააგრძელა“.

სერია A-ს ახალი სეზონის პირველი ტური ქართული დაპირისპირებით გაიხსნება. 19 აგვისტოს, „ფროზინონე“ „ნაპოლის“ საკუთარ კედლებში დაუხვდება და მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

ბაჯომ კიდევ ერთ საკითხზე, ფეხბურთელების საუდის არაბეთში გადინებაზე ისაუბრა:

„ყველასი მშურს, ვისაც დღეს ფეხბურთის თამაში შეუძლია. ფეხბურთი ძალიან მიყვარდა. სიამოვნებას არამარტო ბურთით მოედანზე მოქმედებისას, არამედ ვარჯიშზე დაღლილობისგანაც ვიღებდი, კმაყოფილების გრძნობა მეუფლებოდა. 

არ ვიცი, დავთანხმდებოდი თუ არა საუდის არაბეთში წასვლას. სარფიანი წინადადებები ესპანეთიდან და იაპონიიდან მივიღე, მაგრამ იტალიის ეროვნულ ნაკრებს მიჯაჭვული ვიყავი. იაპონიაში წასვლა ნამდვილად მინდოდა 2002 წლის მუნდიალის შემდეგ“.

მსგავსი სიახლეები