კევინ დე ბრუინს ოპერაციას ჩაუტარებენ | 3-4 თვეს გამოტოვებს
„მანჩესტერ სიტის“ თავისი ერთ-ერთი ლიდერის, კევინ დე ბრუინის გარეშე დიდხანს მოუწევს თამაში. ბელგიური პრესის ინფორმაციით, „ბარნლისთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ, „კეიდიბიმ“ ოპერაციის ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა.
Het Laatste Nieuws-ის ცნობით, დე ბრუინს ქირურგიული ჩარევა ანტვერპენში ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო პერიოდი 3-4 თვეს გაგრძელდება და დე ბრუინი გუნდს სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში დაუბრუნდება.
????????????????????????????????: Kevin De Bruyne will undergo surgery on his hamstring and will be out for three to four months, confirmed by @kristofterreur. pic.twitter.com/nOtl7YtnMb
— City Report (@cityreport_) August 17, 2023
შეგახსენებთ, რომ „ქალაქელებმა“ „კლარეტები“ 3:0 დაამარცხეს და მომდევნო შეხვედრა 19 აგვისტოს ელით. პეპ გუარდიოლას ბიჭები „ნიუკასლს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.