დონეცკის შახტარი, ირაკლი აზაროვი, ფაბრიციო რომანო, ცრვენა ზვეზდა
Aa
Aa

ფაბრიციო რომანო: „ირაკლი აზაროვი შახტარში გადასვლასთან ახლოსაა“

საქართველოს ნაკრებისა და სერბული „ცრვენა ზვეზდას“ მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი დონეცკის „შახტარში“ გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი, ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს, რომ ფეხბურთელის გარემოცვა ახლოსაა დონეცკელებთან შეთანხმებასთან და დიდი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი უკრაინულ კლუბს უახლოეს პერიოდში შეუერთდება. მისივე ცნობით, მოლაპარაკებები ფინალურ ფაზაშია და მხარეები კონტრაქტის დეტალებს ათანხმებენ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვი „ცრვენა ზვეზდაში“ გასული სეზონის დასაწყისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 21 წლის მცველმა სერბული გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა და თავი 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისეთი მაგარია, ცოტა ვბრაზდები კიდეც“ - კასანო ხვიჩათი აღფრთოვანებულია
„ისეთი მაგარია, ცოტა ვბრაზდები კიდეც“ - კასანო ხვიჩათი აღფრთოვანებულია