ვესტ ჰემი, მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

Le10Sport: ვესტ ჰემი მიქაუტაძის მოსაპოვებლად იბრძოლებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „ვესტ ჰემი“ გიორგი მიქაუტაძის შეძენას ეცდება. ფრანგული გამოცემა Le10Sport-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი ქართველი ფეხბურთელის მოსაპოვებლად გაჩაღებულ ბრძოლაში ჩაერთო.

სააგენტოს ინფორმაციითვე, „ვესტ ჰემის“ ხელმძღვანელები მზად არიან „მეცის“ მიერ მოთხოვნილი საფასური, რომელიც 20 მილიონ ევროს შეადგენს, სრულად დაფარონ.

საგულისხმოა, რომ Le10Sport-ი კიდევ ერთი გუნდის შესახებ წერს, რომელსაც მიქაუტაძის ყიდვა უნდა. ეს კლუბი საფრანგეთში ერთ-ერთი გამორჩეული „მარსელია“, რომლებიც ასევე მზად არიან 20 მილიონი ევროს გადასახდელად. შესაბამისად, თუ Le10Sport-ს დავუჯერებთ, ახლა მიქაუტაძის მოსაპოვებლად მთავარი ფავორიტები „მარსელი“ და „ვესტ ჰემი“ არიან.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ოფიციალური შეთავაზება მხოლოდ ორმა კლუბმა გააკეთა - პრემიერ ლიგის კლუბმა „შეფილდ იუნაიტედმა“ და იტალიურმა „ლაციომ“. ორივე მათგანი გიორგის ტრანსფერში 15 მილიონს იხდიდა, თუმცა, „მეცმა“ ორივე შეთავაზება დაბლოკა.

ფრანგულ კლუბში არაერთხელ განაცხადეს, რომ ქართველ ფეხბურთელს მხოლოდ 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისეთი მაგარია, ცოტა ვბრაზდები კიდეც“ - კასანო ხვიჩათი აღფრთოვანებულია
„ისეთი მაგარია, ცოტა ვბრაზდები კიდეც“ - კასანო ხვიჩათი აღფრთოვანებულია