სევილია, მანჩესტერ სიტი, ხოსე ლუის მენდილიბარი
Aa
Aa

“მეტი მომენტი გვქონდა“ - მენდილიბარი სიტისთან წაგების შემდეგ

უეფა-ს სუპერ თასზე ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „სევილია“ დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „ქალაქელებმა“ 5:4 გაიმარჯვეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ანდალუსიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის მენდილიბარმა კომენტარი გააკეთა.

მენდილიბარი:

„მიღწეული შედეგით ვამაყობ. გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ პენალტების სერია ლატარეაა. ვინც უფრო ზუსტად დაარტყამს, ის მოიგებს. 1:0-ზე ბევრი მომენტი გვქონდა და სირცხვილია, რომ ვერ გამოვიყენეთ.

ჩვენ შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ და მათზე მეტი მომენტი გვქონდა. „სიტი“ გარკვეულ ფაზებში უკეთესი იყო, მაგრამ ჩვენ უფრო სახიფათოდ ვუტევდით. გუარდიოლას გუნდის შრომა დასაფასებელია.

რაც შეეხება ბონოს, არ ვიცი რას გადაწყვეტს. მისთვის საუდის არაბეთის კარი ღიაა და დიდი ალბათობით წავა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ და რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს სწორედ ეს ვუთხარი. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ დიდი დროა და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.“

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ უეფა-ს სუპერ თასი პირველად მოიგო, ხოლო „სევილიამ“ 7 ცდიდან მეექვსედ წააგო. აღნიშნული ტიტული ანდალუსიელებს მხოლოდ ერთხელ, 2006 წელს აქვთ მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ყველა დეტალი შეთანხმებულია - ზიეჩი გალათასარაიში გადადის
ყველა დეტალი შეთანხმებულია - ზიეჩი გალათასარაიში გადადის