სევილია, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - მანჩესტერ სიტი უეფა-ს სუპერ თასის გამარჯვებულია

უეფა-ს სუპერ თასზე ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „სევილია“ დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „ქალაქელებმა“ 5:4 გაიმარჯვეს.

გულშემატკივრებმა შესანიშნავი დაპირისპირება იხილეს. შეტევაში ორივე გუნდი აქტიურობდა და შეიძლება ითქვას პირველ ტაიმში უკეთესი „სევილია“ იყო. ანგარიში 25-ე წუთზე თავური დარტყმით ენ ნესირიმ გახსნა.

მეორე ნახევარში გუარდიოლას შეგირდები გააქტიურდნენ. აღსანიშნავია, რომ ყველაზე აქტიური ახალგაზრდა პალმერი იყო, რომელმაც 63-ე წუთზე ბრწყინვალე თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

ამის შემდეგ, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა რიგ ეპიზოდებში მოწოდების სიმაღლეზე ბონო და ედერსონი იდგნენ. საბოლოოდ, როგორც უკვე მოგახსენეთ, გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიაში გამოვლინდა. ფეხბურთელებმა 9 ზუსტი პენალტი შეასრულეს და რიგით მეათე გუდელმა კარის ძელს მოარტყა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ უეფა-ს სუპერ თასი პირველად მოიგო, ხოლო „სევილიამ“ 7 ცდიდან მეექვსედ წააგო. აღნიშნული ტიტული ანდალუსიელებს მხოლოდ ერთხელ, 2006 წელს აქვთ მოგებული.

ცნობისთვის, გუარდიოლა გახდა ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელამც უეფა-ს სუპერ თასი სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო. პირველად ეს მან "ბარსელონაში" მოახერხა, ხოლო მეორედ "ბაიერნში".

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონაში დაბრუნდა - დეკუ სპორტულ დირექტორად იმუშავებს
ბარსელონაში დაბრუნდა - დეკუ სპორტულ დირექტორად იმუშავებს