დილა, აპოელი, ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

“ასეთ ატმოსფეროში თამაში გვიყვარს“ - დემჩენკო აპოელთან მატჩის წინ

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში „აპოელი“ გორის „დილას“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

დემჩენკო:

„შემდეგ ეტაპზე გასვლის რომ არ მჯეროდეს, ახლა აქ არ ვიქნებოდით. წინა ტურებში პირველი შეხვედრები ვერ მოვიგეთ და გამარჯვებას განმეორებით მატჩებში მივაღწიეთ. საქართველოში, „აპოელთან“ საკუთარი შეცდომების გამო წავაგეთ.

„აპოელს“ ორი ძალიან კარგი ნახევარმცველი ჰყავს. მათ ბურთი კარგად ეჭირათ. ასევე უნდა გამოვყო ქვილითაია, რომელიც კარგი ფეხბურთელია. მინდა გამოვყო გუნდის დაცვითი ფუნქციები და მცველები, რომლებმაც გოლი გაიტანეს.

გულშემატკივრების მხარდაჭერა „აპოელის“ მოტივაციას აძლიერებს, მაგრამ მათაც აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობები. მიუხედავად ამისა, ჩემი ფეხბურთელებისთვის სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში დამატებითი მოტივაციაა. ასეთ ატმოსფეროში თამაში გვიყვარს. ზოგადად, ჩვენი მოწინააღმდეგე საკმაოდ ორგანიზებული გუნდია.“

შეგახსენებთ, რომ „აპოელისა“ და გორის „დილას“ განმეორებითი დაპირისპირება 17 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოსტალგია - ერთკაციანი მასტერკლასი, რომელმაც ჭექა-ქუხილი გამოიწვია
ნოსტალგია - ერთკაციანი მასტერკლასი, რომელმაც ჭექა-ქუხილი გამოიწვია