მადრიდის ატლეტიკო, ჟოაუ ფელიქსი, ანტუან გრიზმანი
Aa
Aa

“ჯობს გაჩუმდეს“ - გრიზმანი ჟოაუ ფელიქსზე

როგორც მოგეხსენებათ, ჟოაუ ფელიქსს „ატლეტიკოში“ დარჩენა აღარ სურს. მისი გადაბირება „ბარსელონას“ სურდა, მაგრამ ასე არ მოხდა. კატალონიურ გრანდში გადასვლა თავად პორტუგალიელ თავდამსხმელსაც სურდა და განაცხადა, რომ ეს მისი ოცნება იყო.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება ანტუან გრიზმანმა დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ფელიქსი უნდა გაჩუმდეს.

გრიზმანი:

„ჟოაუ ფელიქსის მდგომარეობა? მსგავსი სიტუაცია მეც გამოვიარე. ამის გამოცდილება მაქვს. პირადად ჩემთვის, საუკეთესო გამოსავალი გაჩუმება იყო და ჟოაუსაც იმავეს ვურჩევ. მთავარია იყო შრომისმოყვარე და რიგითი ფეხბურთელი. იმედი მაქვს, სიტუაცია გამოსწორდება. თუ გამოსწორდება საუკეთესო რამ იქნება კლუბისთვის, ფელიქსისთვის და საერთოდ ყველასთვის.“

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პორტუგალიელმა „ბარსელონაში“ თამაშის სურვილი საჯაროდ გამოთქვა, დიეგო სიმეონემ პირველ გუნდს ჩამოაშორა და „ატლეტიკო“ ბ-სთან ერთად ავარჯიშებს.

ასევე შეგახსენებთ, გასული სეზონში ფელიქსი „ჩელსის“ ღირსებას იცავდა, სადაც თავი ვერ დაიმკვიდრა და ლონდონელებმა ის არ გამოისყიდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოსტალგია - ერთკაციანი მასტერკლასი, რომელმაც ჭექა-ქუხილი გამოიწვია
ნოსტალგია - ერთკაციანი მასტერკლასი, რომელმაც ჭექა-ქუხილი გამოიწვია