სერჟიო კონსეისაუ, პორტუ
Aa
Aa

12444 ევრო და 4 მატჩი - კონსეისაუ დასაჯეს

პორტუგალიის სუპერ თასზე ერთმანეთს „პორტუ“ და „ბენფიკა“ დაუპირისპირდნენ. ლისაბონელებმა 2:0 გაიმარჯვეს და მორიგ ტიტულს დაეუფლნენ.

აღნიშნულ მატჩს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მინდვრიდან მინდვრიდან პეპე და სერჟიო კონსეისაუ გააძევეს.

„პორტუს“ მთავარმა მწვრთნელმა მატჩის არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პორტუგალიის ფეხბურთის ასოციაციამ კი ეს ინციდენტი განიხილა და ვერდიქტი გამოიტანა.

კონსეისაუ 12444 ევროთი და 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დააჯარიმეს. ასევე, სერჟიოს 23 დღის განმავლობაში არ შეეძლება საკუთარ გუნდს სტადიონზე უხელმძღვანელოს. საერთო ჯამში 48 წლის სპეციალისტი საკუთარ გუნდს 4 მატჩით ვერ დაეხმარება.

ამ პერიოდში, „პორტუ“ „ფარენსეს“, „რიუ ავეს“ და „არუკას“ უნდა დაუპირისპირდეს. შეგახსენებთ, რომ სუპერ თასზე ორიდან ერთი გოლი ანხელ დი მარიამ გაიტანა, რომლისთვისაც „ბენფიკაში“ დაბრუნების შემდეგ, სადებიუტო გოლი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარის იდეალური შემცვლელები | Sportskeeda პარი სენ-ჟერმენს კვარას ურჩევს
ნეიმარის იდეალური შემცვლელები | Sportskeeda პარი სენ-ჟერმენს კვარას ურჩევს