ლაციო მეკარეს ეძებს | რომაელები უგო ლორისის გადაბირებას აპირებენ
„ტოტენჰემის“ მეკარემ, უგო ლორისმა შესაძლოა, კარიერა სერია A-ში გააგრძელოს. ფრანგული გამოცემის, RMC Sport-ის ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელის გადაბირებაზე „ლაციო“ ფიქრობს და ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.
ლორისს ბევრი წინადადება აქვს და მისი გაფორმება საუდის არაბეთის წარმომადგენლებს სურთ. RMC Sport-ის მიხედვით, ლორისს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და ეს ფაქტორი რომაულ კლუბს უპირატესობას აძლევს. ჯერჯერობით მხარეებს შორის კონტაქტი არ ყოფილა და „ლაციო“ წინადადების მომზადების პროცესშია.
ლორისს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს, მაგრამ L’Équipe-ის ცნობით, ლონდონელები მზად არიან, დათმობებზე წავიდნენ და მას კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტის განხილვის უფლება მისცენ. უგო ხელთათმანების ლურსმანზე ჩამოკიდებას არ გეგმავ და შესაძლოა, „დეზებმა“ იგი სიმბოლურ თანხად გაუშვან.
შეგახსენებთ, რომ ლორისი „ტოტენჰემში“ 2012 წელს გადავიდა და 11 წელია ლონდონური გრანდის ღირსებას იცავს. „დეზების“ მაისურით მას 728 შეხვედრა აქვს ჩატარებული და კარი მშრალად 248-ჯერ შეინახა.