ჯეი-ჯეი ოკოჩა
Aa
Aa

ნოსტალგია - ერთკაციანი მასტერკლასი, რომელმაც ჭექა-ქუხილი გამოიწვია

ნიგერიამ 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შესაძლოა თავისი გულშემატკივრები იმედგაცრუებული დატოვა, მაგრამ ჯეი-ჯეი ოკოჩა.. შესაძლოა ის აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ტალანტია..

ოკოჩას საუკეთესო მომენტი ისეთ ნაკრებში არ დამდგარა, რომელმაც გაიბრწყინა.. არა.. ჯეი-ჯეიმ თავისი ინდივიდუალური შესაძლებლობებით გაითქვა სახელი.. ის გახდა ბრწყინვალე ინდივიდუალური შემსრულებელი გუნდში, რომელმაც ვერავინ გააოცა..

სუპერ „არწივები“ 98 წლის მუნდიალზე იმ იდეით გავიდნენ, რომ კამერუნის 8 წლის წინანდელ წარმატებას(მეოთხედფინალში გასვლა) გაიმეორებდნენ.

1994 წელს, ნიგერიამ აფრიკის თასზე რიგით მეორე წარმატებას მიაღწია, ხოლო 2 თვეში მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. იმ დროს ნიგერიაში რაშიდი ეკინი, ემანუელ ამუნიკე და დანიელ ამოკაჩი თამაშობდნენ.

ამ ყველაფერს, 1996 წელს ოლიმპიური ოქრო მოყვა. ნიგერია პირველი აფრიკული ნაკრები გახდა, რომელმაც ოლიმპიადა მოიგო. იმ დროს წამყვანი როლი ნვანკვო კანუს, ვიქტორ იკპებას და სელესტინ ბაბაიაროს ჰქონდათ..

პელემ 90-იან წლებში იწინასწარმეტყველა, რომ რომელიმე აფრიკული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას შეძლებდა. სამწუხაროდ, რეალობა ძალიან ჩამოუვარდებოდა იმ სიმაღლეებს, რაც ოდესღაც იყო პროგნოზირებული. ნიგერია უკანასკნელად ფართო მასებმა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინა დღეს შეაქეს..

მუნდიალის დაწყებამდე მთავარი მწვრთნელი ფილიპ ტრუსიე გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ბორა მილუტინოვიჩი დანიშნეს. ტრავმა მიიღეს ამოკაჩიმ, ამუნიკემ და მეკარე შორონმუმ.

მილუტინოვიჩი ყველაზე ბევრს ნახევარდაცვის ხაზზე ფიქრობდა და საბოლოოდ 3-კაციანი ცენტრი გამოიყვანა. ოლიზე კი მთავარი ტვინი იყო. ოკოჩა კი ისე თამაშობდა, რომ მის თამაშს „ერთი კაცის მისია“ დაარქვეს. თითქოს მას ნიგერიის ნაკრები მარტოს უნდა გადაერჩინა.

ესპანეთთან გამარჯვების დროს, ოლიზემ ნახევარდაცვა გადაკეტა, ხოლო ოკოჩა იქ მოქმედებდა, სადაც თვითონ სურდა. ჯეი-ჯეი მიმართავდა დრიბლინგებს და ესპანელთა დაცვით ზონას უპრობლემოდ არღვევდა.

ეს სიტუაცია არაპროგნოზირებადი იყო. ამ ყველაფერს დადებითი და ასევე უარყოფითი მხარეც ჰქონდა. მიუხედავად ამისა, იმ დღეს, ნიგერიამ ესპანურ წნეხს ოლიზეს და ოკოჩას დახმარებით თავი დააღწია. უფრო მეტად კი ოკოჩა შეაქეს. მის თამაშს „ერთკაციანი მასტერკლასი, რომელმაც ჭექა-ქუხილი გამოიწვია“ უწოდეს.

დანიის ნაკრებთან ყველა ნიგერიის გამარჯვებას ელოდა, მაგრამ 4:1 დამარცხდა. მათი პროგრესი კი მოულოდნელად დასრულდა..

მიუხედავად ამისა, ოკოჩა კვლავ იმპერიული იყო. მან მერვედფინალებში ერთ-ერთი საუკეთესო ინდივიდუალური პერფორმანსი შემოგვთავაზა. ის გამუდმებით ცდილობდა დანიის ნაკრებისთვის ხვრელის პოვნას..

1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატმა ჯეი-ჯეი ოკოჩმა მსოფლიოს გააცნო და მისი დადებითი მხარეები გამოაჩინა. ტექნიკა, ფეხით მუშაობა, მყისიერი ინოვაციურობა.. სამწუხაროდ, გამოჩნდა ხარვეზებიც, რომლებმაც მას მუდმივად მაღალ დონეზე თამაშში ხელი შეუშალა..

ყველამ დაინახა, რომ ჯეი-ჯეის დაცვითი ფუნქციების შესრულება საერთოდ არ შეეძლო. ამ ყველაფერმა კი ოლიზეზე დატვირთვა გაზარდა. ასევე, გამოჩნდა დისციპლინის პრობლემები. ნიგერიელი ვარსკვლავი მწვრთნელის ტაქტიკურ დავალებებს რიგ ეპიზოდებში არ ასრულებდა..

სანამ ნიგერიის კარგი ნაკრები იშლებოდა, ოკოჩა საკუთარ სახლს „პარი სენ ჟერმენში“ ეძებდა. იქამდე კი „აინტრახტში“ და „ფენერბახჩეში“ დიდი კვალი ვერ დატოვა.

„აინტრახტში“ თამაშის დროს მან აღმაშფოთებელი სოლო დრიბლინგით „კარლსრუეს“ დიდებული გოლი გაუტანა, რომლის კარშიც ლეგენდარული ოლივერ კანი იდგა..


ამ გოლმა თავდამსხმელს იმ სეზონში სხვადასხვა ჯილდოები მოუტანა. თუმცა, როგორც მისი კარიერის მრავალი მომენტი, ეს იყო სრულიად ინდივიდუალური ექსპლუატაცია..

ჯეი-ჯეი არც „ფენერბახჩეში“ იყო ცუდი, მაგრამ მისი კარგი თამაში თურქულ კლუბს ჩემპიონის ტიტულის დაცვაში ვერ დაეხმარა..

მსგავსი რამ განმეორდა პსჟ-ში..

ოკოჩა გულშემატკივრებს თავისი ცრუ მოძრაობებით და დრიბლინგით ანებივრებდა, მაგრამ მასში გადახდილი 16 მილიონი დოლარი მხოლოდ ინტერ ტოტოს თასის მოგებით ვერ გამართლდა. თანაც, მისმა ერთ-ერთმა წინამორბედმა დევიდ ჯინოლამ პსჟ-ს ვერცხლის მედლები მოაგებინა..

ოკოჩამ საფრანგეთის დედაქალაქში თავისი მემკვიდრეობა მაინც დატოვა. მან განაცხადა, რომ რონალდინიოს განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და მას უამრავი საჭირო რამ ასწავლა.

რეალურად, 2002 წელს „ბოლტონში“ გადასვლით, ოკოჩამ დიდ მიზნებზე და ტიტულებზე უარი განაცხადა.. თუმცა ამ ნაბიჯმა მის კარიერაში კიდევ ერთი დიდებული თავი გადაშალა. ჯეი-ჯეიმ პრემიერ ლიგაში თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა დრიბლიორმა..

საინტერესო ის იყო, რომ ოკოჩა ნაკლები ზეწოლის გარეშე თამაშობდა და ის იმდენად კარგი იყო, რომ მას ტაშს, როგორც „ბოლტონის“, ასევე სხვა გუნდის გულშემატკივრებიც უკრავდნენ.

ჯეი-ჯეი ოკოჩა - ფუფუნების მოთამაშე? ალბათ, მაგრამ, ასევე რეალურ ცხოვრებაში ფანტაზიის ფეხბურთელი..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოსტალგია - აუღიარებელი გენიოსი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო
ნოსტალგია - აუღიარებელი გენიოსი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო