ლამაზი გოლები | ინგლისის ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ინგლისის ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. სარინა ვიგმანის შეგირდები ნახევარფინალში მასპინძელ ავსტრალიას დაუპირისპირდნენ, შესანიშნავად იასპარეზეს და მეტოქე 3:1 დაამარცხეს.
???? ???????????????????? ???????? ???????? ????
— Sky Sports Football (@SkyFootball) August 16, 2023
England are in the Women's World Cup final ???? pic.twitter.com/lYM3RWCgcW
შეხვედრაში ანგარიში 36-ე წუთზე გაიხსნა. ინგლისის ნაკრები ელა ენ ტუნმა დააწინაურა, რომელმაც მაკენზი არნოლდის კარი შესანიშნავი დარტყმით აიღო და ლამაზი გოლი გვაჩუქა. ავსტრალიამ წონასწორობა არანაკლებ ლამაზი გოლით აღადგინა. 63-ე წუთზე, სამანტა კერიმ შორიდან გაისროლა და ინგლისელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
თანაბარი ანგარიში დიდხანს არ შენარჩუნებულა. 71-ე წუთზე, ავსტრალიელთა მცველმა, კლერ ჰანტმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რომლითაც ლორენ ჰემპმა ისარგებლა - 2:1. 86-ე წუთზე, ალესია რუსომ ყველაფერს წერტილი დაუსვა და საკუთარი გუნდი ფინალში გაიყვანა.
ინგლისის ნაკრები გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში შვედეთს 2:1 სძლია. მატჩი 20 აგვისტოს, თბილისის დროით, 14:00-ზე დაიწყება.