მამარდა სევილიაში? - ბონო საუდის არაბეთში მიდის
სევილიას მაროკოელი მეკარე, იასინ ბონო კარიერას საუდის არაბეთის კლუბ ალ ჰილალში გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც მიხედვითაც ალ ჰილალს ტრანსფერი ბონუსების ჩათვლით 21 მილიონი ევრო დაუჯდება.
ახლა მხარეებს შორის მოლაპარაკებები კონტრაქტის ვადებზე მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, მაროკოელი მეკარე ახალ კლუბთან სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. იასინ ბონო ახლა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში იმყოფება და სევილიასთან ერთად, უეფას სუპერთასის მატჩისთვის ემზადება, რომელიც მისმა გუნდმა მანჩესტერ სიტისთან უნდა გამართოს.
Al Hilal have reached an agreement with Sevilla to sign Yassine Bono on €19m fixed fee plus add-ons up to €21m package ???????????????? #AlHilal
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 16, 2023
Personal terms being discussed on three year deal as final green light expected after tonight.
Bono, focused on SuperCup then time to agree. pic.twitter.com/2WkY0rjlCB
რომანო წერს, რომ მაროკოელი მეკარე ამ მატჩის შემდეგ პირდაპირ საუდის არაბეთში გაემგზავრება და ალ ჰილალთან კონტრაქტს გააფორმებს.
ცნობისთვის, ესპანურ მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ „სევილია“ საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენით იყო დაინტერესებული, ბონოს წასვლის შემთხვევაში კი დიდი შანსია ანდალუსიელებმა მაროკოელის შემცვლელად, ქართველი მეკარე მოიყვანონ. შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერში 25 მილიონ ევროს ითხოვს.