მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, ჩეილ სონენი
Aa
Aa

„ხაბიბისა და ისლამის მსგავსად“ | სონენი ალჯოზე და მერაბზე

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჩეილ სონენმა სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონზე, ალჯამეინ სტერლინგზე და მის მეგობარზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. სონენმა განაცხადა, რომ „ალჯოსა“ და „მანქანის“ ურთიერთობა ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ისლამ მახაჩევის მეგობრობის მსგავსია და მერაბი სტერლინგის მემკვიდრეა.

„სტერლინგი დიდ წონას იკლებს და ამის გამო, თავს ცუდად გრძნობს. ალჯო შონ ომალის ეჩხუბება, რადგან თვლის, რომ ეს ვალდებულებას წარმოადგენს. UFC-იმ ომალის ვარიანტი შესთავაზა და ისტორიაში რომ არ დარჩენილიყო ფაქტი, თითქოს მასთან ბრძოლაზე უარი თქვა, შონის წინააღმდეგ ოქტაგონზე გადის.

ომალის შემდეგ, ალჯო ქვემუსუბ წონით დივიზიონში ადის და მემკვიდრეს, მერაბ დვალიშვილს ტოვებს. ზუსტად იმავეს აკეთებს, რაც ხაბიბ ნურმაგომედოვმა გააკეთა და თავის მემკვიდრედ ახლო მეგობარი, ისლამ მახაჩევი დატოვა“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლოს 2023 წლის მარტში, რუსი პიოტრ იანის წინააღმდეგ იჩხუბა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. არსებობს ვარაუდი, რომ საჩემპიონო ბრძოლაზე „ქართველი მანქანას“ მეტოქე ჰენრი სეხუდო იქნება, რომელიც თავის მხრივ ბოლო ბრძოლაში, ალჯამეინ სტერლინგთან დამარცხდა და საჩემპიონო ქამარიც დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიო ჩემპიონატზე მისი უნარები უკეთ გამოჩნდება“ | Sports Illustrated -მა გოგაზე დაწერა
„მსოფლიო ჩემპიონატზე მისი უნარები უკეთ გამოჩნდება“ | Sports Illustrated -მა გოგაზე დაწერა