ივა გელაშვილი
Aa
Aa

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში | გელაშვილი სპეციაში მიდის

Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, იტალიაში კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს ვიხილავთ. „დინამო ბათუმის“ მცველი, ივა გელაშვილი, რომელიც „საბურთალოშია“ განათხოვრებული, კარიერას „სპეციაში“ გააგრძელებს და ტრანსფერი ოფიციალურად მალე დადასტურდება.

Tuttomercatoweb-ს მიხედვით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და გელაშვილი „სპეციაში“ იჯარის წესით გადავა. საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, იტალიურ კლუბს მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება, რაც ნიშნავს, რომ „ბიანკის“ ქართველი ფეხბურთელის ბოლომდე სჯერა.

იტალიური გამოცემის მიხედვით, იჯარა 1-წლიანი იქნება, გელაშვილის გამოსყიდვის შემდეგ კი მასთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, სკაუტებმა 22 წლის ფეხბურთელი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე შეამჩნიეს.

შეგახსენებთ, რომ „სპეცია“ სერია B-ში ასპარეზობს და სერია A-დან გასულ სეზონში გავარდა. „ბიანკი“ ახალი სეზონის პირველ შეხვედრას 20 აგვისტოს გამართავს. თბილისის დროით, 20:00-ზე, „სპეცია“ სტუმრად „სუდტიროლს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიტიმ კვარას შესაძენად ყველაფერი უნდა გააკეთოს “ - GOAL-ი დე ბრუინის შემცვლელზე
„სიტიმ კვარას შესაძენად ყველაფერი უნდა გააკეთოს “ - GOAL-ი დე ბრუინის შემცვლელზე