ხვიჩა კვარაცხელია, კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

„სიტიმ კვარას შესაძენად ყველაფერი უნდა გააკეთოს “ - GOAL-ი დე ბრუინის შემცვლელზე

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის, კევინ დე ბურინის ტრავმის შემდეგ, პეპ გუარდიოლა ბელგიელი ნახევარმცველის შემცვლელს ეძებს. 32 წლის ფეხბურთელი მწვანე მინდორს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება და იმის გათვალისწინებით, რომ პეპმა გუნდიდან ილქაი გიუნდოგანი და რიად მაჰრეზი გაუშვა, შემადგენლობაში დე ბრუინის სრულფასოვანი ჩამნაცვლებლის პოვნა რთულდება.

ამის გამო, პეპი ერთადერთ გამოსავალს ტრანსფერში ხედავს. როგორც ბრიტანულ მედიაში იწერება, გუარდიოლა აქტიურად არის დაინტერესებული „ვესტ ჰემიდან“ ლუკას პაკეტას დამატებით. ქალაქელებმა ლონდონელებს ოფიციალური, 75-მილიონიანი შეთავაზებაც გაუკეთეს, რომელიც „ვესტ ჰემის“ ხელმძღვანელებმა მაშინვე დაბლოკეს.

არსებობს სხვა ვარიანტებიც, მაგალითად დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი იულიან ბრანტი, ლევერკუზენის შემტევი ფლორიან ვირცი, სელტას ნახევარმცველი გაბრი ვეიგა და „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.

ევროპის მასშტაბით, გავლენიანი სააგენტო GOAL.com-ი იმ მიზეზებზე წერს, თუ რატომ უნდა დაიმატოს „მანჩესტერ სიტიმ“ ხვიჩა კვარაცხელია.

რა წერია სტატიაში:

ერთი წლის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ფეხბურთის ძალიან ცოტა გულშემატკივარმა თუ იცოდა. ქართველი შემტევი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მოთამაშედ გადაიქცა მას შემდეგ, რაც „ნაპოლის“ ნანატრი სერია A-ს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

კვარაცხელიამ, რომელსაც ნეაპოლში „კვარადონას“ ეძახიან, 2022/23 წლების სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. 22 წლის ფეხბურთელს აქვს დრიბლინგის განსაცვიფრებელი უნარები და პრესინგზეც კარგად თამაშობს. ბურთისთვის კარგად იბრძვის და ეს ორთაბრძოლები სეზონის დასკვნით მესამედში 35-ჯერ მოიგო.

„სიტის“ გულშემატკივრებს უკვე დიდი სიყვარული აქვთ ქართველი ფეხბურთელების მიმართ, ეს კი კლუბისთვის ბნერ პერიოდში, გიორგი ქინქლაძის მაგიური თამაშით არის განპირობებული და უდავოა, რომ ქართული ფეხბურთის ბოლო ვარსკვლავს გაშლილი ხელებით მიესალმებიან.

„მანჩესტერ სიტი“ ერთ ადგილზე არასდროს ჩერდება და ყოველთვის გეგმავს საკუთარ მომავალს. ისინი არ ელოდნენ, რომ კევინ დე ბრუინის შემცვლელის პოვნა ასე მალე დასჭირდებოდათ, განსაკუთრებით გიუნდოგანსა და მაჰრეზთან დამშვიდობების შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მათ მაინც მოუწევდათ ბელგიელის შემცვლელის პოვნა.

რატომ უნდა დაველოდოთ მაქამდე? უდავოდ, ტრავმა დიდი დარტყმაა, მაგრამ ამავდროულად არის შესაძლებლობა, რომ შეიძინონ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მათ სურთ. ფოდენის მიმართ დიდი პატივისცემით, ის დე ბრუინისგან განსხვავებული ფეხბურთელია.

ამიტომ „სიტიმ“ ყველაფერი უნდა გააკეთოს „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად. ქართველის ტრანსფერი დიდი თანხა დაჯდება (90 მილიონ ფუნტამდე), მაგრამ 22 წლის ასაკში მან უკვე შეძლო ისეთი შედეგების დაფიქსირება, რაც „ეტიჰადსაც“ დახატავდა. ის არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან მოთამაშეთაგან, რომელთა გოლებისა და საგოლე გადაცემების რიცხვის შედარება კევინ დე ბრუინთან შეგვიძლია სანამ ბელგიელი 2015 წელს „ვოლფსბურგიდან“ „სიტის“ შეუერთდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ახლა „ნაპოლისთან“ ერთად სერია A-ს ახალი სეზონისთვის ემზადება. მისი გუნდი იტალიის ჩემპიონატში პირველ შეხვედრას 19 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:30 საათზე გიორგი კვერნაძის „ფროზინონესთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: შეთანხმება რამდენიმე კვირაა არსებობს - ხვიჩა და ნაპოლი მოლაპარაკებებს ასრულებენ
Gazzetta: შეთანხმება რამდენიმე კვირაა არსებობს - ხვიჩა და ნაპოლი მოლაპარაკებებს ასრულებენ