გოგა ბითაძე
Aa
Aa

„მსოფლიო ჩემპიონატზე მისი უნარები უკეთ გამოჩნდება“ | Sports Illustrated -მა გოგაზე დაწერა

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, Sports Illustrated „ორლანდო მეჯიქის“ ქართველ კალათბურთელზე, გოგა ბითაძეზე დაწერა. სტატიაში საუბარი მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზეა და ნათქვამია, რომ გოგა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

„მსოფლიო ჩემპიონატზე ორლანდო მეჯიქის ბევრი კალათბურთელი თამაშობს და ერთ-ერთი, ვისაც ფლორიდული გუნდი დააკვირდება, გოგა ბითაძეა. ქართველი ცენტრი პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს, კაბო-ვერდეს წინააღმდეგ ჩაატარებს და შანსი ექნება, ამჟამინდელი სტატისტიკა გააუმჯობესოს.

საქართველოს ნაკრებში არავინაა, ვისაც NBA-ში თამაშის უფრო დიდი გამოცდილება აქვს, ვიდრე გოგას და ეს მონტენეგროსთან გამართული მატჩისას კარგად გამოჩნდა. საქართველომ 84:79 იმარჯვა, ბითაძემ კი 9-დან 9 ბურთი ჩააგდო და 21 ქულა დააგროვა.

ჯგუფურ ეტაპზე, გოგას გუნდის მეტოქეები სლოვენია, ვენესუელა და კაბო-ვერდე არიან. თუ საქართველოს პლეიოფში გასვლა სურს, გოგამ საოცრად უნდა ითამაშოს. ქართველებისთვის ეს სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატია და დიდი მოლოდინები არ აქვთ. ისინი შეეცდებიან, თამაში ბითაძეზე ააწყონ, რაც გოგას უნარებს უკეთ წარმოაჩენს. საქართველოს ნაკრები აღზევების გზაზე იმყოფება და გოგას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია. “, - წერს ავტორიტეტული გამოცემა.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატამდე, საქართველო კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და 22 აგვისტოს, ავსტრალიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი 3 მილიონს ვერ მიიღებს - ახალი პუნქტი სპალეტის კონტრაქტში
ნაპოლი 3 მილიონს ვერ მიიღებს - ახალი პუნქტი სპალეტის კონტრაქტში