ნაპოლი, იტალიის ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ნაპოლი 3 მილიონს ვერ მიიღებს - ახალი პუნქტი სპალეტის კონტრაქტში

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დიდი ალბათობით ლუჩანო სპალეტი იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება, თუმცა შესაძლოა ეს ისე მოხდეს, რომ იტალიის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ „ნაპოლის“ 3 მილიონი ევრო არ გადაუხადოს, რომელიც სპალეტისთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით „პარტენოპეის'' ეკუთვნის.

საქმე შემდეგშია: „ნაპოლისა“ და სპალეტის შორის არსებული კონტრაქტის მიხედვით თუ სპალეტი „ნაპოლის“ კონკურენტ გუნდს ჩაიბარებს, კონკურენტმა გუნდმა „ნაპოლის“ 3 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, მაგრამ რადგან იტალიის ეროვნული ნაკრები „ნაპოლის“ კონკურენტი არაა, „პარტენოპეი“ აღნიშნულ თანხას ვერ მიიღებს.

იტალიელი ჟურნალისტის, ალესანდრო ალჩატოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და სპალეტის დანიშვნა დროის ამბავია. როგორც ალჩატო აცხადებს, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ განცხადებას 16 აგვისტოს გააკეთებს.

ცნობისთვის, სპალეტის გარდა, ანტონიო კონტეს კანდიდატურაც განიხილება, მაგრამ მთავარი ფავორიტი ლუჩანოა და უდიდესი ალბათობით, „სკაუდრა აძურას“ სწორედ ის ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი გადადგა და ამჟამად აღნიშნული პოსტი ვაკანტურია.

იტალიის ეროვნული ნაკრები სექტემბრის თვეში ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ითამაშებს, მისი მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია (სტუმრად, 9 სექტემბერი) და უკრაინა (შინ, 12 სექტემბერი) იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები