“მჯერა, რომ გავიმარჯვებთ“ - მენდილიბარი სიტისთან მატჩის წინ
უეფა-ს სუპერ თასზე ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „სევილია“ ხვდებიან. შეხვედრის წინ, ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა მენდილიბარმა კომენტარი გააკეთა.
მენდილიბარი:
„3 დღის განმავლობაში თამაშის სტილის შეცვლა დიდი შეცდომა იქნება. ჩვენი იდეები უნდა შევინარჩუნოთ და საკუთარი ფეხბურთი ვითამაშოთ, თუნდაც ევროპის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. „სევილია“ დიდად განსხვავებულ ფეხბურთს არ ითამაშებს. ვითამაშებთ ისე, როგორც ეს ევროპის ლიგის ფინალში გავაკეთეთ.
ჩემი ფეხბურთელები ნდობის საშუალებას მაძლევენ. ისინი მაქსიმალურად კონცენტრირებულნი არიან და ეს მე ამაყს მხდის. თითოეულ მათგანს სურს თამაში და „სიტის“ დამარცხება. თუ ფიქრობთ, რომ სტატისტიკა მაწუხებს, განსაკუთრებით პეპის გუნდთან ეს იმას ნიშნავს, რომ არ მიცნობთ. მჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია.
ტრავმების მოშუშებას დრო სჭირდება. სამწუხაროდ, „სიტის“ წინააღმდეგ ორი ცენტრალური მცველი გვაკლია, მაგრამ რას ვიზამთ? ფეხბურთი ასეთია. მიუხედავად ამისა, გაბედულად უნდა ვითამაშოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ. „სიტის“ წაგება შეუძლია და ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედით. დამიჯერეთ, დიდ გუნდებსაც შეიძლება ცუდი დღე ჰქონდეთ."
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „სევილიას“ დაპირისპირება 16 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.