მძიმე მარცხი - კიტეიშვილი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში გრაცის „შტურმი“ შინ პსვ-სთან 1:3 დამარცხდა. ნიდერლანდებში გამართული პირველი შეხვედრა პსვ-მ დამაჯერებლად 4:1 მოიგო. ორი მატჩის ჯამში პსვ-მ 7:2 გაიმარჯვა.
ოთარ კიტეიშვილმა „შტურმის“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, 71-ე წუთზე უშუალო კონკურენტმა ტომი ჰორვატმა შეცვალა. Sofascore-მა ქართველს 6,9 დაუწერა, რაც „შტურმში“ ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაა, მის აქტივში 2 საკვანძო პასია.
ზოგადად პსვ-მ „შტურმს“ ძალიან დამაჯერებლად მოუგო, ანგარიში ორივე თამაშის სურათს ასახავს.
ანგარიში „შტურმის“ დანიელმა ფორვარდმა უილიამ ბიოვინგმა 26-ე წუთზე გახსნა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს თამაშის სცენარი კვლავ პსვ-ს სასარგებლოდ შეიცვალა. 32-ე წუთზე ჯოუი ვერმანმა ანგარიში გაათანაბრა, მე-40 წუთზე ლუკ დე იონგმა სტუმრები დააწინაურა. მატჩის საბოლოო ანგარიში პსვ-ს 20 წლის შემტევმა რიკარდო პეპიმ პენალტის ნიშნულიდან დააფიქსირა.
ამ მარცხის შემდეგ ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება.