პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

ტრავმა სერიოზულია - დე ბრუინი რამდენიმე თვეს გამოტოვებს

პრემიერ ლიგა „მანჩესტერ სიტისთვის“ არასასიამოვნოდ დაიწყო. „ქალაქელებმა“ „ბარნლი“ 3:0 დაამარცხეს, მაგრამ პირველ ტაიმში კევინ დე ბრუინმა ტრავმა მიიღო პეპ გუარდიოლამ მატეო კოვაჩიჩით ჩაანაცვლა.

ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბელგიელი ნახევარმცველი რამდენიმე თვეს გამოტოვებს. ამის შესახებ ესპანელმა სპეციალისტმა ისაუბრა.

გუარდიოლა:

„კევინ დე ბრუინის ტრავმა სერიოზულია. ის რამდენიმე თვე არ გვეყოლება. ახლა გადასაწყვეტია გაიკეთებს, თუ არა ოპერაციას.“

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ 16 აგვისტოს უეფა-ს სუპერ თასის ეგიდით „სევილიას“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები