სოლომონ კვირკველია, ალ ახდუდი
Aa
Aa

კვირკველიას დებიუტი და ფრე საუდის არაბეთში - საბამ შეუცვლელად ითამაშა

საუდის არაბეთის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების მცველმა, საბა კვირკველიამ სადებიუტო შეხვედრა გამართა.

ქართველი ფეხბურთელის კლუბი, „ალ ახდუდი“ სტუმრად „ალ-შაბაბს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

საბა კვირკველია „ალ ახდუდის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. პირველ ტაიმში ქართველ მცველს გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მისი თავური მეტოქის კარს მცირე მანძილით ასცდა.

შეხვედრაში სტუმრები 41-ე წუთზე დაწინაურდნენ. „ალ-შაბაბის“ კარში დანიშნული პენალტი ზუსტად ბურკამ გამოიყენა და საკუთარი გუნდი შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გაიყვანა.

მასპინძლებმა წონასწორობა 66-ე წუთზე აღადგინეს. კვირკველიას გუნდის კარში გოლი აჰმედ აბდუმ გაიტანა, დარჩენილ დროში კი აღარაფერი შეცვლილა და საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„ალ ახდუდი“ საუდის არაბეთის ლიგაში მორიგ შეხვედრას 18 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ალ ფათეჰის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი სერიოზულია - ბოლონია მიქაუტაძის შეძენას ეცდება
ინტერესი სერიოზულია - ბოლონია მიქაუტაძის შეძენას ეცდება