მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ბოლონია
Aa
Aa

ინტერესი სერიოზულია - ბოლონია მიქაუტაძის შეძენას ეცდება

იტალიის სერია A-ს კლუბი, „ბოლონია“ საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ შემტევის, გიორგი მიქაუტაძის დამატებით სერიოზულად არის დაინტერესებული.

ცნობილი იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი, ნიკოლო შირა საკუთარ ტვიტერ-გვერდზე წერს, რომ მარკო არნაუტოვიჩის „ინტერში“ გადასვლის შემდეგ, „ბოლონია“ მის შემცვლელად ორ ვარიანტს განიხილავს. ესენი არიან ბელგიური „გენტის“ თავდამსხმელი - უგო კუიპერსი და „მეცის“ ლიდერი, გიორგი მიქაუტაძე.

იტალიურ მედიაში ქართველი ფეხბურთელისადმი ბოლონიელების ინტერესის შესახებ არაერთხელ დაიწერა, თუმცა, კლუბის ხელმძღვანელები „მეცის“ მიერ მოთხოვნილი სატრანსფერო ფასის გამო მიქაუტაძის ყიდვისგან თავს იკავებდნენ, თუმცა, მთავარი ფორვარდის გარეშე დარჩენის შემდეგ, კლუბის მესვეურები მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდნენ. შეგახსენებთ, რომ „მეცი“ ქართველ შემტევს 20 მილიონ ევროდ აფასებს.

გიორგი მიქაუტაძის გუნდმა საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი ტურის შეხვედრა გასულ უქმეებზე, „რენის“ წინააღმდეგ გამართა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 დამარცხდა. ამ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალთუნაშვილის აღიარება - ტურის სიმბოლურში მოხვდა
ალთუნაშვილის აღიარება - ტურის სიმბოლურში მოხვდა