მოიზეს კაისედო
Aa
Aa

ოფიციალურად - მოიზეს კაისედო ჩელსის ფეხბურთელია

21 წლის ეკვადორელი ნახევარმცველი, მოისეს კაისედო „ბრაიტონიდან“ კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ლონდონურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

მოისეს კაისედომ „არისტოკრატებთან“ 8+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, „ჩელსის“ კი ეკვადორელი ფეხბურთელის ტრანსფერი პრემიერ ლიგის ისტორიაში სარეკორდო თანხა, 133 მილიონი ევრო დაუჯდა.

„ბედნიერი ვარ, რომ „ჩელსის“ ნაწილი გავხდი. როდესაც „ჩელსი“ დამიკავშირდა, ბევრი არ მიფიქრია. აქ თამაში ძალიან მინდოდა. აქ მოსვლით ოცნება ამიხდა და მოუთმენლად ველი, როდის ჩავატარებ პირველ თამაშს. ჩემი ინსპირაციის წყაროები კანტე და მაკელელე არიან, რის გამოც, „ჩელსის“ მიმართ ყოველთვის დიდი სიმპათიით ვიყავი განწყობილი“, - განაცხადა ფეხბურთელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

ცნობისთვის, მოისეს კაისედოს „ბრაიტონის“ შემადგენლობაში 53 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 2 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთელები რუსეთში არ გაყიდოთ - ფონსეკა რუსული კლუბების წინააღმდეგ
ფეხბურთელები რუსეთში არ გაყიდოთ - ფონსეკა რუსული კლუბების წინააღმდეგ