არაბიძის ბრწყინვალე ჯარიმა და უხვგოლიანი დერბი - ტორპედომ სამტრედიას მოუგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში, ქუთაისის „ტორპედო“ ეროსი მანჯგალაძის სახელობის „სტადიონზე“ „სამტრედიას“ ესტუმრა და სანახაობრივ შეხვედრაში 2:3 გაიმარჯვა.
შეხვედრაში მე-12 წუთზე მასპინძლები მათე აბულაძის გოლით დაწინაურდნენ. „სამტრედიას“ 27-ე წუთზე სხვაობის გაზრდის ბრწყინვალე შანსი მიეცა, თუმცა რევაზ ინჯგიამ ქუთათურთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
ზუსტად 10 წუთში მაურო კაბალიერომ წონასწორობა აღადგინა, ტაიმის მიწურულს კი გიორგი არაბიძემ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა და „ტორპედო“ შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გაიყვანა.
მეორე ნახევარში, 73-ე წუთზე სამტრედიელთა კარში არეულობას ილია ახვლედიანის ავტოგოლი მოჰყვა. თამაშის მიწურულს, დათო კირკიტაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა „სამტრედიამ“ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
21 ტურის შემდეგ, ქუთაისის „ტორპედო“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს, „სამტრედია“ კი 11 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე იმყოფება.